კრწანისის საარჩევნო უბნის წევრის მონაწილეობის ფაქტი აგიტაციაში
2014-05-31 კრწანისის №30 საარჩევნო უბნის წევრი - გენადი ხშიანი, „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, მონაწილეობდა 31 მაისს, სოფ. ფონიჭალაში ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრის ჩაშლაში. „საარჩევნო კოდექსის“ მეორე მუხლის ჰ1 პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციად ითვლება როგორც საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად, ასევე მის საწინააღმდეგოდ განხორციელებული მოწოდება ან ქმედება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2014 წლის 1 ივნისს, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ - ლაშა შურღაიამ, შეადგინა და სასამართლოს გადაუგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის საფუძვლით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე