მცხეთაში საჯარო მოხელეების მონაწილეობის ფაქტი აგიტაციაში
2014-05-27 27 მაისს, ქ. მცხეთაში 5 საათზე გაიმართა კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან. ამომრჩეველს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მოსახლეობას მერობისა და გამგებლობის კანდიდატები წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას სამუშაო საათებში ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, მათ შორის მცხეთის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - მარინა ზურაბიშვილი, კულტურის განყოფილების თანამშრომლები მამუკა მახარაშვილი და ნინო ლაზვიაშვილი, ჩარდახის ტერიტორიული ორგანოს გამგეობის რწმუნებული ლექსო ასლანიშვილ