დაპირისპირება კოალიცია ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის სოფ. ფონიჭალაში
2014-05-31 31 მაისს, სოფ. ფონიჭალაში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი - ხათუნა ბერძენიშვილი დაესწრო მომხრეებთან ერთად. შეხვედრაზე მისულმა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, თუმცა მაჟორიტარობის კანდიდატის - ხათუნა ბერძენიშვილის განცხადებით, პოლიცია გამოძახებიდან ერთი საათის შემდეგ მივიდა ადგილზე. მოგვიანებით, ვიდეოზე დაფიქსირებული კადრებიდან11 მოხდა ღონისძიების ჩამშლელთა იდენტიფიცირება, ესენი არიან: კრწანისის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი - მამუკა ცეცხლაძე და კრწანისის # 30-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი კოალიცია"ქართული ოცნებიდან" - გენადი შხიანი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე