დაპირისპირება კოალიცია ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის რუსთავში
2014-05-24 28 მაისს, რუსთავში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ოფისში, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრების ტრენინგის მიმდინარეობისას ოფისში შეიჭრნენ საარჩევნო ბლოკ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა, თუმცა ტრენინგის გაგრძელება ვეღარ მოხერხდა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, რადგან პარტიის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სამოქალაქო განვითარების ცენტრის (სიდას) ოფისში პარტიული ტრენინგი ჩაუტარდათ.13 აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენილი ესაუბრა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ რუსთავის შტაბის იურისტს - ნუგზარ ოდილავაძეს. მისი განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება მსგავსი ტიპის ტრენინგების ჩატარება, რაც ცესკოსთანაც შეთანხმებულია. 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ცესკო აღნიშნავს, რომ „ამ ტრენინგის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. ამასთან, კანონმდებლობიდან გამომდინარე არც შეიძლებოდა არსებულიყო რაიმე სახის შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე”. 14 არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების ცენტრის (სიდა) კომუნიკაციების მენეჯერის - დიანა დონდუას განცხადებით, ორგანიზაციის ოფისით სარგებლობის უფლება აქვს ნებისმიერ მსურველს. ის ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ოფისში მართლაც შეიჭრნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე