ზეწოლის ფაქტი სოფელ ჭოგნარში
2014-06-22 თერჯოლის რაიონის სოფ. ჭოგნარის რწმუნებულზე - შოთა შანიძეზე, (რომელიც კენჭს თერჯოლის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა და საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი), მისივე განცხადებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ - მერაბ დევიძემ ზეწოლა განახორციელა თანამდებობის დატოვების მოთხოვნით. როგორც შოთა შანიძემ „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს განუცხადა, ის 22 ივნისს, არასამუშაო დღეს - კვირას მერაბ დევიძემ თავის კაბინეტში დაიბარა და დაემუქრა, რომ თუ ის რწმუნებულის პოსტს არ დატოვებდა, მას პრობლემები შეექმნებოდა. აღნიშნული ზეწოლის შედეგად მან 22 ივნისს, გამგებლის მოადგილის კაბინეტში დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, რომელიც მერაბ დევიძის მოთხოვნით 23 ივნისით დაათარიღა. თუმცა, შოთა შანიძემ 23 ივნისს აღნიშნული განცხადება გამოითხოვა, მიუხედავად ამისა, ის სამსახურიდან მაინც გაათავისუფლეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე