"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ცაგერში
2014-06-09 2014 წლის 9 ივნისს ცაგერის კულტურის სახლში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები - გიგი უგულავა და გიგი ბოკერია ამომრჩეველს შეხვდნენ. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დახვდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები - ლაშა კვირიკაშვილი - კოალიცია “ქართული ოცნების“ კანდიდატი ცაგერის საკრებულოს პარტიულ სიაში, გოგიტა ახვლედიანი - კოალიციის წევრი და სოფ. აღვის დამოუკიდებელი კანდიდატი, რამაზ მურცხვალაძე - კოალიციის წევრი და ცაგერის შტაბის თანამშრომელი, რომლებმაც გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას კვერცხები დაუშინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, თუმცა მათ კოალიციის წევრების შეჩერება არ უცდიათ. საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.