ფიზიკური დაპირისპირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით
2018-11-13 13 ნოემბერს, ადილობრივი მედიასაშუალება „სპექტრის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ვეჯინში მცხოვრებმა გულნაზი ცანკაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა მასზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტის გამო. გულნაზი ცანკაშვილის განცხადებით მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს შვილმა და რძალმა, იმ მიზეზით, რომ მან 28 ოქტომბერს ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა. გულნაზი ცანკაშვილის თქმით მისმა რძალმა ნათია ყარაულაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილისგან აიღო გარკვეული თანხა ხმების სანაცვლოდ და როდესაც გაიგო რომ გულნაზი ცანკაშვილმა ხმა გრიგოლ ვაშაძეს არ მისცა სცემა მას და უკბინა. ენმ-ის კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი უარყოფს ფულის გადაცემის ფაქტს და აცხადებს, რომ ფაქტი პროვოცირებულია გურჯაანის საკრებულოში სოფელ ვეჯინის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ მუხულიშვილის მიერ. ბრალდებას ასევე უარყოფს გულნაზი ცანკაშვილის რძალი, ნათია ყარაულაშვილი და შვილი, დავით ცანკაშვილი. ამ ინციდენტში რაიმე ფორმით მონაწილეობას უარყოფს ზურაბ მუხულიშვილიც. აღსანიშნავია, რომ ოჯახური დაპირისპირება გულნაზი ცანკაშვილს, მის შვილსა და რძალს შორის მრავალი წელია მიმდინარეობს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება ოჯახური ძალადობის მუხლით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე