მუქარა საპრეზიდენტო კანდიდატისადმი
2018-11-12 12 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ. კონკრეტულად, იგი საუბრობდა 9, 10 და 11 ნოემბერს მისი და მისი შვილებისთვის გაგზავნილ მოკლე ტექტურ და ხმოვან შეტყობინებებზე, რომელშიც მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
კანდიდატის განცხადებით, მუქარა რეალური იყო ვინაიდან, მისი თქმით, მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც ყოფილი სამხედროები, რომლებიც, საკუთარი სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებულნი არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.
აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.