ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით
2018-11-14 14 ნოემბერს, „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხეში, ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებებზე მოაწერინეს ხელი, ასევე, არჩევნებზე მისვლა და „48 ნომრის“ შემოხაზვა მოსთხოვეს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაუკავშირდა ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომელს ინფორმაციის გადასამოწმებლად. მან აღნიშნული ფაქტი უარყო და თქვა რომ ამ საკითხზე ჟურნალისტთან არ უსაუბრია თუმცა დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, დოკუმენტაცია ორგანიზაციულ ცვლილებას ეხებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ბაღების გაეთიანება სახელს იცვლის აღნიშნული. ვალეს ბაღის სხვა თანამშრომლებიც იმავეს ამბობენ და უარყოფენ ზეწოლის ფაქტს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე