ზეწოლა- მუქარა პოლიტიკური ნიშნით
2018-11-19 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, საჯარო სამსახურებში ხელძღვანელები თანამშრომლებს სთხოვენ ხალხში აწარმოონ კამპანია, რომ თუ არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე ფორმით დაბრუნდება ხელისუფლებაში, ისინი აუცილებლად მიმართავენ რევანშს და გარდაუვალი იქნება სამოქალაქო ომი. მოხელეებს კამპანიის გაწევას სამუშაო საათებში არ ავალებენ, მაგრამ სთხოვენ ამ სახით გაავრცელონ ინფორმაცია ნაცნობებსა და ახლობლებთან.