ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით
2018-11-19 „გურჯაანის ნაყინის“ ქარხნის მეპატრონე გურამ ბერიკაშვილი, რომელიც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მომხრე და „ქართული ოცნების“ აქტივისტია, მის კუთვნილ კომპანიაში დასაქმებულ ამომრჩევლებს და მათი ოჯახის წევრებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ავალებს. ერთ-ერთი თანამშრომელი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ფაქტის განსაჯაროებაზე თავდაპირველად დასთანხმდა, თუმცა გარკვეული პერიოდის
შემდეგ თავი შეიკავა, იმ მიზეზით, რომ მას არ უნდა ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის პრობლემების შექმნა.