ზეწოლა-მუქარა პოლიტიკური ნიშნით
2018-11-08 8 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელმა დავით დარცმელიძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ ძველ აბაშაში, ეწერში და ასევე ქალაქის რიგ უბნებზე, ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ თუ ისინი და მათი ოჯახის წევრები არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ, გადასცემენ მათ პირადობის მოწმობები, რომელსაც დაუბრუნებენ არჩევნების შემდეგ. მეორე შემთხვევაში ამომრჩეველს პირდებიან გარკვული რაოდენობის თანხას, რომლის სანაცვლოდ მან უბანზე უნდა მიიყვანოს 10 ამომრჩეველი. ამის დასადასტურებლად პირის მიერ მიყვანილმა ამომრჩეველმა ბიულეტენში სალომე ზურაბიშვილის რიგითი ნომრის გასწვრივ უნდა გააკეთოს წინასწარ შეთანხმებული მინიშნება - ციფრი ან რამე ნიშნული. ენმ-ის წარმომადგენელი ითხოვს, რომ ბიულეტენი საეჭვო მინიშნებების აღმოჩენის შემთხვევაში ჩაითვალოს ბათილად.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე