პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა
2018-11-13 13 ნოემბერს ქარელის მერმა საბავშვო ბაღების დირექტორებთან თათბირი გამართა. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ერთ-ერთმა ბაგა-ბაღის დირექტორმა აცნობა, მერმა შეკრებილებს უთხრა, რომ ზეპირად იცის ვისი ოჯახის წევრებმა ვის მისცეს ხმა და იანვრიდან მოხსნის ყველას ვინც ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს. თავად ქარელის მერი ბაგა-ბაღის დირექტორებზე მუქარას უარყოფს და აცხადებს რომ შეხვედრაზე მსგავსი შინაარსის საუბარი არ ყოფილა.