პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარა
2018-11-06 6 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა, რომ ფოთის ოლქის #16 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს მანანა ქაბზინაძეს, რომელიც ამავდროულად ა(ა)იპ სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამსახურის თანამშრომელია ფოთის მერმა არჩევნების შემდგომ დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება. #16 უბანზე გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა მიიღო. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ უბანზე ქაბზინაძემ წილისყრის გარეშე გადაანაწილა კომისიის წევრთა ფუნქციები და დაარღვია საარჩევნო კოდექსი, რაზეც საჩივარი დაწერა საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენელმა, დათო ხომერიკმა. ამ ფაქტზე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიას ქაბზინაძისთვის პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაუკავშირდა მანანა ქაბზინაძეს, რომელიც უარყოფს დისციპლინარული პასუხისმგებლობის არჩევნების გამო დაკისრებას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე