ზეწოლა
2018-11-15 კასპის რაიონის სოფელ თელიანში მცხოვრები გაერთანებული ოპოზიციის მხარდამჭერი მაია სიდამონიძის თქმით, სოფლის კლუბის დირექტორი ჟანა ტაგვიაშვილი შეშის ვაუჩერებს მხოლოდ მის მომხრეებს - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უნაწილებს, ოპოზიციის მხარდამჭერებს კი უარით ისტუმრებს. მაია სიდამონიძეს გრიგოლ ვაშაძის მომხრეების დაჩაგვრის სხვა მაგალითიც მოყავს, კერძოდ, ამბობს, რომ გარე განათების ნათურები მთავარ ქუჩაზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების სახლების წინ დაამონტაჟეს. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, მიხეილ კელაპტრიშვილის თქმით, შეშის ვაუჩერები სოფელ თელიანის მოსახლეობის ძირითად ნაწილს გადაეცა. დარჩენილია მხოლოდ რვა მოსახლე, რომელთა შორის ასევე არიან „ქართული ოცნების“ მომხრები. შეშის ვაუჩერების დარიგება 15 ნოემბერს დასრულდება, ხოლო იმ სახლების წინ, სადაც გარე განათების ნათურები არ დამონტაჟეს თავის დროზეც არ იყო გარე განათების სანათურო ბოძი და რომ პოლიტიკური კუთვნილება არაფერ შუაშია. კასპის მერის გადაწყვეტილებით დარჩენილი უბნები სოფელ თვალადში უახლოეს პერიოდში განათდება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე