სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
2018-11-07 7 ნოემბერს თბილისის კეთილმოწყობის სამსახურიდან გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტი ჯამბულ სოინოღლი გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან ერთი საათით ადრე წასვლა დაასახელა. სოინოღლის თქმით, იგი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ის სოფელ ხიდისყურში გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორი იყო.
ჯამბულ სოინოღლი წლების განმავლობაში თბილისის დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ მუშაობდა, მას შენიშვნა და გაფრთხილება არასდროს ჰქონდა მიღებული.