ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2018-11-19 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა8, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები გაუნულდება. პრემიერის თქმით „საუბარია 600,000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდ ნახევრიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს“. მისივე განცხადებით, ეს პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და დასრულდება 31 დეკემბერს, რითაც 600,000 მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს.
ამავე დღეს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით9 ე.წ. შავ სიაში მყოფი დაახლოებთ 600,000 ადამიანის ვალს სრულად დაფარავს ფონდი „ქართუ“. ეს შეეხება ადამიანებს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გადაიხადეს კრედიტი და მათ მიერ აღებული სესხის ძირი თანხა არ აღემატება 2,000 ლარს.
ხელისუფლების მიერ გახმოვანებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას და მიმართულია მეორე ტურზე მმართველი პარტიის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ამომრჩეველთა პოზიტიურად განსაწყობად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი უპრეცენდენტო შემთხვევას წარმოადგენს.