ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2018-11-19 ადგილობრივი მცხოვრები მიხეილ უჩანეიშვილი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, რომ სოფლის დეპუტატმა აბაშის საკრებულოში ავთო გუნიამ მას 50 ლარი შესთავაზა თუ ის და მისი ოჯახის წევრები არჩევნების მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერდნენ. ავთო გუნია დამკვირვებელთან სატელეფონო საუბრისას ფულის დაპირებას ხმის მიცემის სანაცვლოდ უარყოფს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ენმ-ის წევრმა, ანზორ ბარბაქაძემ ორგანიზაციის დამკვირვებელს განუცხადა, რომ მოსახლეობას ურიგებენ და ოჯახებში მიაქვთ ინერტული მასალა - ხრეში; ასევე მოსახლეობას უხდიან დენისა და გაზის გადასახადებს.