ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2018-11-18 18 ნოემბერს, 13 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალთაყვის უბნის ტერიტორიულ სამსახურში სოციალურად დაუცველთათვის ხდებოდა მეორადი ტანსაცმლის გაცემა. როგორც აღნიშნავდნენ „ქართულ ოცნებას“ მალთაყვის მუნიციპალიტეტში, წინასწარ გაწერილი სიის მიხედვით უნდა დაერიგებინა მეორადი ტანსაცმლის ფუთები. ამის თაობაზე გაიგეს ახლოს მცხოვრებმა შეჭირვებულმა პირებმა, რომელბიც შეიკრიბნენ და ითხოვდნენ აღნისნული დახმარება მათთვისაც გაეწიათ. როგორც ინფორმაცია გავრცელდა, მუნიციპალიტეტის მალთაყვის ტერიტორიული ორგანოს ხემძღვანელობამ კარები ჩაკეტა და სხვა პირებს უარი უთხრა დახმარებაზე. მათ განაცხადეს, რომ ფუთებს მხოლოდ სიებში მყოფ პირებზე გასცემდნენ, რასაც შემდგომ პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეებმა კარები შეამტვრიეს და ფუთების წაღება შეძლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორმა ადგილზე გადაამოწმა ინფორმაცია. მისი მისვლის მომინტისთვის შენობაში ფუთები აღარ იყო და ტერიტორიული ორგანოს ოფისში მოქალაქეებიც არ იმყოფებოდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი ესაუბრა ტერიოტორიული ორგანოს ხელმძღვანელს უჩა დოლიძეს, რომელმაც აღნიშნული ფაქტის სისწორე უარყო. როგორც მან განმარტა, მოქალაქეებისთვის ფუთების მიღება არ შეუზღუდავთ და არც წინასწარი სიები ჰქონიათ. ის აღნიშნავს, რომ ამ სახის დახმარება წელიწადში რამოდენიმეჯერ აქვთ და ესეც მორიგ დახმარებას წარმოადგენდა, რომელიც კერძო პირმა ოფშორული ზონიდან გადმოსცათ. როგორც მერიის პრესსამსახურში განმარტეს კომპანიამ „კავლატექსი“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადმოსცა მეორადი ტანსაცმელი (60 ტონა). ტვირთის გადმოცემა ხდება ეტაპობრივად. 40 ტონა უკვე დაურიგდა სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას. მათ ინფრომაციით, ფუთები მთელი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მიერ რეგულარულად ნაწილდებოდა და ამ პროცესს საარჩევნო კამპანიასთან არანაირი კავშირი არა აქვს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე