2018-11-02 2 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.