ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
2018-11-02 16 ივლისს ტყიბულში აფეთქებისა და 5 მუშის გარდაცვალების შემდეგ მინდელის სახელობის შახტი გამოძიების დასრულებამდე და ექსპერტიზის ჩატარებამდე დაიხურა. მაშინ მეშახტეებს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, რომ დასაქმებულები ანაზღაურებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებდნენ. 2 ნოემბერს, როგორც თავად ამბობენ, მეშახტეებს შახტის მმართველი კომპანიის „საქნახშირის“ ხელმძღვანელებმა აცნობეს, რომ საწარმოო პროცესის შეწყვეტის გამო ხელფასს ვეღარ გადაუხდიან, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. იმავე დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მეშახტეები ექსპერტიზის დასრულებამდე ხელფასს ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე