2018-11-03 3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თელავში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ე.წ. „ლეგონის” ბინები იქ მცხოვრებ ადამიანებს უახლოეს პერიოდში საკუთრებაში გადაეცემათ. ტელეკომპანია იმედის ცნობით, დაგეგმილია საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანაც, რის შემდეგაც ბინებს მოსახლეობას ეტაპობრივად გადასცემენ.