წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა
2018-11-05 5 ნოემბერს, საღამოს საათებში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შეხვედრა ჰქონდა გლდანის რაიონის მოსახლეობასთან. ის გადაადგილდებოდა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და მოქალაქეებს და მოვაჭრეებს ესაუბრებოდა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა. ენმ-ს გლდანის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გოჩა კოკაიამ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო შეხვედრის ხელის შეშლის ფაქტს. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძეს ხელს უშლიდა ჯგუფი შეძახილებით „არა მიშა“. ამ ჯგუფიდან მან ამოიცნო შალვა კუჭაშვილი, რომელიც თავს აქტივისტს უწოდებს და რომელიც, გოჩა კოკაიას განმარტებით, შემჩნეულია მსგავს ქმედებებში მთელი თბილისის მასშტაბით. კოკაია ამბობს, რომ აღნიშნული ჯგუფი ჯერ შეიკრიბა „ქართული ოცნების“ გლდანის ოფისთან და შემდეგ გადაინაცვლა გრიგოლ ვაშაძის შეხვედრაზე. კოკაიას თქმით, აქტივისტები იქცეოდნენ გამომწვევად და ცდილობდნენ ენმ-ს პროვოცირებას. შეხვედრაზე სიტყვიერი ან ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე