2018-11-19 გლდანის პირველ მიკრო-რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებასთან განთავსებულ სალომე ზურაბიშვილის ბილბორდს დაუდგენელმა პირმა წითელი საღებავი შეასხა. „ქართული ოცნების“ გლდანის ოფისში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია თუ ვინ დააზიანა მათი მხარდაჭერილი კანდიდატის სააგიტაციო მასალა.