ზეწოლა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე
2021-08-30
 
29 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ, ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მკვლევრებთან გამართულ შეხვედრაზე „სამართლიან არჩევნებს" „დაბალი სტანდარტის მქონე" სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ შეხვედრას „სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიანი წარმომადგენელიც ესწრებოდა.

„სამართლიანმა არჩევნებმა" ამ ფაქტების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა და მოუწოდა მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ორგანიზაციასა და მის დამკვირვებლებზე ზეწოლა და შეახსენა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობის უსაფრთხო და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვა, მათ შორის დამკვირვებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უმთავრესად სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„სამართლიანი არჩევნები" კვლავაც გააგრძელებს მისი დამკვირვებლების საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვისთვის ზრუნვას და ყოველ ღონეს იხმარს, რათა მათი მიგნებები და მონიტორინგის შედეგები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი.
 


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე