სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/წასვლის იძულება
2021-08-30
ქუთაისის მერის წარმომადგენელი სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი მუქერია, ივლისში, სამსახურიდან გაათავისუფლეს. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბრისას, მუქერიამ განაცხადა, რომ მერი აიძულებდა თანამდებობის დატოვებას და რადგან თავად არ დაწერა განცხადება, ბრძანების საფუძველზე დაითხოვეს სამსახურიდან. მისი თქმით, მართალია, გათავისუფლების ბრძანებაში არ ეწერა კონკრეტული მოტივი, მაგრამ ამას წინ უძღოდა აქტივობა სოციალურ ქსელში, კრიტიკული კომენტარები საჯარო პოსტებზე, რომლის სქრინებიც მერმა თავად აჩვენა და უთხრა, რომ ამის გამო გაათავისუფლებდა. მუქერიას საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.

ქუთაისის მერმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის კითხვას არ უპასუხა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე