სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/წასვლის იძულება
2021-08-30 16 ივლისს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვის ცენტრის საწყობის გამგეს, პაპუნა ასათიანს სამსახურის უფროსმა გია ბასილაძემ სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, მიზეზად, კი, შვილის პოლიტიკური არჩევანი დაუსახელა. უფროსმა ასევე განუცხადა, რომ თუ ნებით არ წავიდოდა, მას არ გაუჭირდებოდა სამსახურიდან გაშვების მიზეზის მოძებნა.პაპუნა ასათიანის შვილი, ამჟამად, პარტია „საქართველოსთვის" წევრია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვის ცენტრის უფროსი, გია ბასილაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისს ხელმძღვანელობდა.„სამართლიან არჩევნების" დამკვირვებელი დაუკავშირდა გია ბასილაძეს, რომელმაც ასათიანის ნათქვამს „აბსოლუტური სიცრუე" უწოდა.„სამართლიანი არჩევნების" მიერ ფაქტით დაინტერესების შემდეგ, ასათიანის მიმართ მუქარა შეწყდა.