სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით განხორციელებული დახმარების აქციები
2021-08-30
შუახევში, „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის" მიერ ორგანიზებული
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურება 80-ზე მეტ ადამიანს გაეწია. ასევე, მოსახლეობას უფასოდ გადაეცა საჭირო მედიკამენტებიც. აქცია კერძო კომპანიებისა და პარტია „კანონი და სამართლის" თანადგომით განხორციელდა.
„სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, პროექტი ორგანიზებულია პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართლის" მიერ. ორგანიზაცია დაარსებულია ამა წლის 27 აპრილს და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ვანო პავლიაშვილი, პარტია „კანონი და სამართლის" პრ-ის ხელმძღვანელია.