ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები
2021-08-30
30 ივლისს „ქართულმა ოცნებამ" ფარული შეხვედრა გამართა საჯარო მოხელეებთან და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანებთან. შეხვედრას ასევე მმართველი პარტიის კოორდინატორებიც ესწრებოდნენ. „ქართულმა ოცნებამ" შეკრებილებს ხაშურის მერობის კანდიდატი წარუდგინა. შეხვედრას არც არასამთავრობო ორგანიზაციების და არც მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაასწრეს.

„სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენაზე მისვლა სავალდებულო იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ყველა პირისათვის.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე