სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები
2021-08-30
30 ივნისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ამცნო, რომ გლდანის მე-7 მიკრო რაიონში იწყება ე. წ. ბროწეულას პარკის რეაბილიტაცია და 10 000 კვ მეტრზე რეკრეაციული ზონა გაშენდება. პროექტის შესახებ რამდენიმე თვეა ცნობილია და ადგილობრივმა გამგეობამ ჯერ კიდევ თებერვალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მათ დაგეგმილი სამუშაოები გააცნო, თუმცა დაწყება უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა.

გლდანის რაიონში, მაისის თვიდან შეინიშნება ინფრასტრუქტურული სამუშაოების გააქტიურება. გამგეობის ოფიციალური FB გვერდი, მოსახლეობას მაისის თვიდან, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე