სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
2021-09-04
25 აგვისტოს სამსახურიდან გაათავისუფლეს პარტია „საქართველოსთვის" სამცხე -ჯავახეთის კოორდინატორის ლევან თათოშვილის დედა და დეიდა - მარინე და თამარ აბულაძეები. მარინე აბულაძე ბაგა-ბაღების გაერთიანების ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების" იურისტი იყო. თამარ აბულაძე 2001 წლიდან მოყოლებული ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსად მუშაობდა.

სამსახურიდან გათავისუფლებას წინ უძღოდა მარინე აბულაძისა და მისი დის, თამარ აბულაძის სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დაბარება. მათი განცხადებით, რწმუნებულმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე თანამდებობების დატოვება მოსთხოვა. გათავისუფლებულები ფაქტს მარინე აბულაძის შვილის, ლევან თათოშვილის გახარიას პარტიაში საქმიანობას უკავშირებენ. ორივე მოხელის გათავისუფლების გადაწყვეტილებაში მითითებულია გათავისუფლების დამდგენი ზოგადი ნორმები, თუმცა გათავისუფლების კონკრეტული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები აღნიშნული არაა.

მარინე და თამარ აბულაძეების ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცავს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე