სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება
2021-09-04
21 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დმანისის თემის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავთანდილ ოკმელაშვილი.

ავთანდილ ოკმელაშვილის განცხადებით, მისი სავარაუდო პოლიტიკური დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ტატუაშვილს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე უარი უთხრა. გათავისუფლების შემდეგ, 26 ივლისს ავთანდილ ოკმელაშვილის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება.

ავთანდილ ოკმელაშვილის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცავს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე