სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება
2021-09-04
ა(ა)იპ ,,ხულოს კულტურის ცენტრიდან` სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლეს გურამ ხოზრევანიძე. 2021 წლის 16 ივლისს, აჭარის ტელევიზიაში ღიად გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანების გაცხადების შემდეგ, მისი სამსახურებრივი შევიწროება დაიწყო. იმავე დღეს, კულტურის ცენტრში გაფორმდა ბრძანება N 01/06/30 გურამ ხოზრევანიძის შვებულებიდან სამსახურში გამოძახების თაობაზე. შემდეგ მიყოლებით დაიწერა გურამ ხოზრევანიძის მკაცრად გაფრთხილებისა და საყვედურის გამოცხადების, ხოლო 21 ივლისს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანებები.
გურამ ხოზრევანიძის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცავს.