სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება
2021-09-04
თბილისის მერიის კომპანიის, „თბილსერვისის" თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბაღდავაძის თქმით, გათავისუფლების მიზეზი მისი პროტესტია.

„თბილსერვისის" თანამშრომლები 6 აგვისტოს გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნები ხელფასის მატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. კალაძის თქმით, პროტესტის მონაწილეებს „პროვოკატორები აბუნტებდნენ". მერიასთან მოლაპარაკებისა და შეთანხმები მიღწევის შემდეგ, 7 აგვისტოს, გაფიცვა შეწყდა.

თბილისის მერიის განცხდებით, ბაღდავაძე სამსახურიდან გაფიცვის უკანონოდ ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირებისა და მათზე მუქარის გამო გაათავისუფლეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე