ირიბი ზეწოლა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერებზე
2021-09-05
პარტია „საქართველოსთვის” წევრის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, გიორგი გახარიას შეხვედრებს რეგიონში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები უთვალთვალებენ. წარმოდგენილ სურათებზე, მისი თქმით, ფიქსირდებოდა უსაფრთხოების, კრიმინალური და საპატრულო პოლიციისა და სხვა პირების მიერ თვალთვალი.

„საქართველოსთვის" თელავის მერობის კანდიდატმა გიგა ორკოდაშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ მათზე თვალთვალი გამუდმებით მიმდინარეობს განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან და გადასცა საჯარო სივრცეში აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტოები.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე