სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა
2021-09-05
„სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში, მოყვანილი იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში ქუჩების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის განყოფილების ყოფილი უფროსის მინდია ბარამიას სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, ფოთის მერის ყოფილ მოადგილეებთან მეგობრობის გამო, რომლებიც გახარიას პარტიას შეუერთდნენ. მინდია ბარამიას უფლებებს „სამართლიანი არჩევნები" სასამართლოში იცავს.

მინდია ბარამიას მამა, ნუგზარ ბარამია აცხადებს, რომ ფოთის მერია, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას - 136, 938 ლარს არ უხდის. ბარამიას კომპანიას ფოთის მერიასთან გამარტივებული შესყიდვის წესით დადებული შეთანხმებით, ჭანტურიას ქუჩის N9–ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის კაპიტალურად შეკეთება ევალებოდა. ნუგზარ ბარამია აცხადებს, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხის დასამტკიცებლად, მან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც მოამზადებინა, თუმცა, ფოთის მერია დღემდე არ იბარებს არც დასკვნას და არც შესრულებულ სამუშაოს.

ნუგზარ ბარამია, ფოთის მერიის ქმედებას, პოლიტიკური მოტივით ხსნის და ამბობს, რომ შვილი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და მასაც პარტია „საქართველოსთვის" მხარდაჭერის შემდეგ შეექმნა პრობლემა ფოთის მერიასთან თანამშრომლობისას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე