ირიბი ზეწოლა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერებზე
2021-09-05 პარტია „საქართველოსთვის" ფოთის ოფისის ხელმძღვანელის კონსტანტინე თოფურიას ინფორმაციით, პარტიის ახალგაზრდული ფრთისთვის, მოწყობილ გასართობ სივრცესთან, 6 აგვისტოს საღამოს, შკოდას ფირმის ავტომობილიდან პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერებს ფოტოები გადაუღეს. მისი თქმით, ავტომობილში სამოქალაქო ფორმაში მყოფი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. თოფურია ვარაუდობს, რომ ფოტოგადაღების მიზანი იქ მყოფი ახალგაზრდების მშობლების დაშინებაა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე