პოლიტიკური პარტიის ოფისის დაზიანება
2021-09-05 29 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება "დროა”-ს ზუგდიდის რეგიონული ოფისი დააზიანეს. ოფისის ხელმძღვანელის მარიამ სიჭინავას განმარტებით, ოფისის შესასვლელში დახვდა უხამსი ტექსტები და დაზიანებული პლაკატი. მისი თქმით, ასეთი ფაქტი ,,დროას" ოფისთან დაკავშირებით პირველი შემთხვევა არა არის. ცოტა ხნის წინ ოფისში შევარდა ადამიანი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პარტია ,,დროა"-ს და მის დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე