არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში
2021-09-05
9 აგვისტოს, სამუშაო დროს, 14:05 სთ.-ზე, „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა დააფიქსირა „ქართული ოცნების" ოფისში მყოფი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პიარის სპეციალისტი ნათია ზედგენიძე, რომელმაც, ამ დროის შემდეგ, არცთუ მცირე ხანი დაყო პარტიის ოფისში.
აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლის მიერ მოძიებული ინფორმაციით, საკრებულოში ოფიციალური შესვენების დრო 13:00 დან 14:00 საათამდეა.