ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2021-09-07
შუამთობის სახალხო ზეიმზე, ახალდაქორწინებულ წყვილს ორი ოქროს სამკაული გადასცეს. ერთი ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ, რომელიც მერობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან", ხოლო მეორე დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ. ხულოს მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა „სამართლიან არჩევნებს" უთხრა, რომ სამკაული შეისყიდეს და წყვილის გადასცეს, მაგრამ ღირებულება არ დაასახელა. ანზორ ბოლქვაძემ „სამართლიან არჩევნებს" უთხრა, რომ სამკაული გამოატანეს და გადასცა, არ იცის ვინ იყიდა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული
ინფორმაციით, ახალდაქორწინებულ წყვილს საჩუქრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერისგან გადაეცათ.