მმართველი პარტიის მხრიდან კონტროლის მცდელობები ადგილობრივ თვითმმართველობაზე
2021-09-09
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, 2 წლის ვადით „ახალგაზრდული საბჭო" შეიქმნა, რომელიც 14-დან 29 წლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 16 ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი 19 ახალგაზრდისაგან დაკომპლექტდება, რომელთაგან, კონკურსის შედეგად 13 წევრი გამოვლინდა.
„ახალგაზრდული საბჭო" დაფინანსების გარეშე იმუშავებს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება ახალგაზრდების მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში, მათთვის პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება, ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების შესახებ, ასევე მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.
„სამართლიანი არჩევნებისთვის" ცნობილი გახდა, რომ ამ საბჭოში შერჩეული წევრების უმრავლესობა „ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს და პარტიის აქტივისტები არიან.