5 აგვისტოს ხარაგაულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით დაბა ხარაგაულში ე.წ. "წყალსადენის " ტერიტორიაზე წყლის ალტერნატიული ჭაბურღილის გაჭრა მიმდინარეობს. მისი მიზანია მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების დროისა და ხარისხის გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ დაბა ხარაგაულში, მოსახლეობას წყალი წლებია გრაფიკით მიეწოდება.