2021-09-16 თბილისის მერმა გლდანის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. მათ დაუკანონდათ ის ფართები, სადაც მრავალი წელია ცხოვრობენ. მერიის ინფორმაციით, დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.