საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების ჩართვა კამპანიაში
2021-09-16 „სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, სენაკის საჯარო სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს მმართველი პარტიის ოფისებში იბარებენ და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას აიძულებენ, მათ შორის, არაპირდაპირი ზემოქმედების გზითაც. მსგავსი მითითებები აქტიურად გაიცემა სენაკის N3 საჯარო სკოლის დირექტორის, მარინე ნანეიშვილის და N2 საჯარო საჯაროს სკოლის მასწავლებლის, გული ბარკალაიას მიერ. შეკრების ორგანიზებაში ჩართულია სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ რუსია. პარტიულ ოფისებში გამართულ შეხვედრებზე საჯარო სკოლის პედაგოგებს ავალებენ ჩაერთონ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიების შეგროვებაში.