სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა
2021-09-26
21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ოპოზიციის საერთო კანდიდატის, მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი მხარდამჭერი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილები ჯერ ადგილობრივ ჰოსპიტალში, ხოლო შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს.
მომდევნო დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ცხელ კვალზე დააკავა დანაშაულში ბრალდებული, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის გულისხმობს.