სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურის დატოვების იძულება
2021-09-26
პარტია „საქართველოსთვის" შაშიანი-ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიორგი სოლომნიშვილს, რომელიც, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური სერვისი - სოფლის წყლებში" მუშაობს, სამსახურის იურისტმა კოტე მარტაშვილმა დაურეკა და სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა, იგივე მოთხოვნა წაუყენა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან წინწალაშვილმაც და დაამატა, რომ თუ სოლომნიშვილი საკუთარი ნებით არ წავიდოდა, ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდებოდა. გიორგი სოლომნიშვილმა განცხადება არ დაწერა და თავი გათავისუფლებულად მიიჩნია. 
„სამართლიანი არჩევნების" მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ, კოტე მარტაშვილმა განმარტა, რომ გიორგი სოლომნიშვილი არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან და არც შესაბამისი ბრძანება არ არსებობს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე