სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26 6 სექტემბერს, იმავე მაჟორიტარულ ოლქში, კანდიდატურა მოხსნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით წარდგენილმა დათო ხასაიამ. იგი ჭალეს თემის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელია. ენმ-ს განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ დათო ხასაია იყო ძალიან ძლიერი კანდიდატი, მის მიმართ განხორციელდა ზეწოლა.