სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26
19 სექტემბერს, სამტრედიაში პოლიტიკური პარტია ,,მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" იანეთი-ბაშის მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკა საკანდელიძის მიმართ განხორციელდა ზეწოლა და მუქარა. მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და აიძულებდნენ კანდიდატურა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოეხსნა. მუქარა განხორციელდა საკანდელიძის ოჯახის მიმართაც. მოხდართან დაკავშირებით, იგი პოლიციაში გამოიკითხა.
პარტიის წარმომადგენლების თქმით, ტელეკომპანია ,,იმედზე" საკანდელიძის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ სიუჟეტი გავიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადების რეგისტრაციამდე, რაც დამატებით კითხვებს წარმოშობს.