სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ლეიბორისტული პარტიის სიის პირველი ნომრის ცირა ჭეჟიას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლეიბორისტულ პარტიის წევრებზე ახორციელებს ზეწოლას კანდიდატურის მოხსნის მიზნით. მათ ემუქრებიან სამსახურიდან მოხსნით, სოციალური დახმარების გაუქმებით და ნარკოტიკების ჩადებით. მან „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს მიაწოდა sms მიმოწერა.