სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნინოწმინდის შტაბის უფროსის თაქუჰი ვარტანიანის თქმით, ზეწოლისა და პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს მის და მისი ოჯახის წევრების მიმართ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სამსახურიდან გაათავისუფლეს ძმისშვილი აშოტ ვარტანიანი, რომელიც ნინოწმინდის მერიაში სპეციალისტად მუშაობდა. 2021 წლის აპრილში სამსახურიდან გაათავისუფლეს თაქუჰი ვარტანიანის რძალი რუზანნა ვარტანინი, რომელიც ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მუშაობდა. 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებში თავადაც გაათავისუფლეს ნინოწმინდის საბავშვო ბაღიდან. ხოლო, ძმა, რომელიც იმავე საბავშვო ბაღში იყო დასაქმებული აგვისტოს ბოლოს დაითხოვეს. ვარტანიანი ყოელივე ზემოაღნიშნულს პოლიტიკურ დევნად აფასებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე